პროექტის გეგმა
თემის დასახელება:
,,ფუნქცია და ლიტერატურა”
საგანთა ჯგუფი:
მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა,
ინგლისური ენა, რუსული ენა, გერმანული ენა.
პროექტის მიზანი: ცოდნის კონსტრუირებისათვის ისტ-ის გამოყენებით ინფორმაციის
მოპოვება, დამუშავება და პრეზენტაცია ოთხ სხვადასხვა ენაზე;
ლიტერატურის სფეროში მოპოვებული ინფორმაციის გამოყენება მათემატიკაში გრაფების ასაგებად.
აგებული გრაფების ანალიზი და ფუნქციის ცნების
გააზრება;
პროექტის აქტუალურობა : ბუნების ნებისმიერი
მოვლენა გარკვეული წესით მიმდინარეობს. ადამიანმა
შეისწავლა ესა თუ ის მოვლენა, ნიშნავს ადამიანმა დაადგინა ის კანონზომიერება რომელიც
ამ მოვლენას ახასისთებს. კანონონზომიერება
კი გამოიხატება მათემატიკური ფუნქციის მეშვეობით. მოსწავლეები ფუნქციის ცნების გააზრებას ახდენენ მხატვრული
ლიტერატურის სივრცეში და თავიანთ ნააზრევს გამოხატავენ სხვადასხვა ენებზე.
პროექტში მონაწილენი : ქ. მარტვილის N2 საჯარო სკოლის XI კლასი
ასაკი- 15-16 წელი
მასწავლებლები:
მატემატიკის მასწავლებელი
- მარინა გაბისონია (პროექტის ხელმძღვანელი)
რუსული ენის მასწავლებელი - ინგა ბარათელი.
ქართული ენის და ლიტერატურის
მასწავლებელი- ხათუნა ფირცხალავა
გერმანული ენისა მასწავლებელი - ლორეტა მანტუა.
ინგლისური ენისა მასწავლებელი - ინგა კალანდია.
დასაწყისი: 10.XII.
დასასრული:
21. XII.
ამოცანები და
განხორციელების გზები: მატემატიკის
მასწავლებელის დავალებით XI კლასის მოსწავლეები
მოიძიებენ ინფორმაციას ქართველი და უცხოელი მწერლებისა და მათი ნაწარმოებების შესახებ.
მოპოვებული მონაცემების საფუძველზე უნდა შეადგინონ
მწერალთა გარკვეული სიმრავლეები. ( ამ სიმრავლეებში თითოეული მწერალი წარმოდგენილია გვარით).
ყოველ მწერალს მოცემული სიმრავლიდან
შეუსაბამონ თავიანთი სახელი, დაბადების წელი, ეროვნება, ლიტერატურის დარგში მოპოვებული
პრემიები, საკუთარი ნაწარმოებები. ეს შესაბამისობანი გამოხატონ გრაფების მეშვეობით
და დაადგინონ რომელი შესაბამისობაა ფუნქცია, რომელი არა; ახსნან რატომ არის (არ არის) შესაბამისობა ფუნქცია. ასევე, მოსწავლეებმა
მოიფიქრონ სხვა შესაბამისობანი მწერლებისა და მათი ნაწარმოებების გამოყენებით. გრაფები,
რომლებიც აღწერენ მათ მიერ შედგენილ შსესაბამისობებს, ააგონ ,,Paint”-ის პროგრამით, გააკეთონ
თითოეული შესაბამისობის ანალიზი, დაწერონ დასკვნა და ეს ყველაფერი წარმოდგინონ კომპიუტერის
საპრეზენტაციო პროგრამით ,,PoverPoint“. ამგვარად მომზადდება პრეექტის პრეზენტაციის ერთი ნაწილი. პროექტის პრეზენტაცია დაასრულონ შესაბამისობა ,,ფრაზა - ავტორი“-ის წარმოდგენით. ამისათვის მოსწავლეებმა
წიგნებში, ინტერნეტში მოიძიონ ქართველი და უცხოელი მწერლების მათთვის საინტერესო გამონათქვამები.
რუსულენოვანი მწერლების გამონათქვამები წარმოადგინონ
რუსულ და ქართულ ენებზე, გერმანელენოვანი მწერლების გერმანულ და ქართულ ენებზე, ინგლისურენოვანი
მწერლებისა კი ინგლისურ და ქართულ ენებზე. მოძიებული ტექსტები მხატვრული ლიტერატურიდან აკრიფონ ,,Word’’-ში. შემდეგ
ეტაპზე შექმნან ერთიანი საპრეზანტაციო მასალა და მოემზადონ პრეზენტაციისათვის. დახმარებისათვის მიმართონ რუსული, გერმანული, ინგლისური და ქართული
ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს.
რესურსები: მხატვრული ლიტერატურა, ინტერნეტი, მათემატიკის სახელმძღვანელო,
კომპიუტერი, პროექტორი.
მოსალოდნელი შედეგები:
- მოსწავლეს შეუძლია დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო მონაცემების მოპოვება.(მათ.XI.12).
- მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით და მათი იტერპრეტაცია. (მათ.XI.13).
- მოსწავლეს შეუძლია პრაქტიკული საქმიანობიდან მომდინარე პრობლემის გადაწყვეტა. .(მათ.XI.4).
- მოსწავლეს შეუძლია ფუნქციებისა და მათი თვისებების გამოყენება რეალური ვითარების მოდელირებისას.(მათ.XI.5)
- მოსწავლე კითხულობს და აანალიზებს მხატვრული ლიტერატურის ნაწყვეტს, მინიატურას. (უცხ.ს.VI. 7.)
- მოსწავლე მიმართავს სხვადასხვა სტრატეგიას სამეტყველო ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და ზეპირი მეტყველების უნარის გასაუმჯობესებლად.(უცხ.ს. V. 21)
- მოსწავლე წარმოადგენს საჯარო მოხსენებას (ზეპირი გამოსვლა) კონკრეტული მიზნით კონკრეტული აუდიტორიის წინაშე.(ქართ.XI.1.)
- მოსწავლე ამოიცნობს და იყენებს საჯარო გამოსვლის ეფექტიანობის გასაძლიერებელ საშუალებებს. (ქართ.XI.3.)
- აანალიზებს, როგორ გამოიყენება მხატვრული / არამხატვრული ტექსტის ელემენტები მისი ინტერპრეტაციის დროს. (ქართ.XI.6.)
პროექტზე მუშაობის პროცესში მოსწავლეებს უნვითარდებათ ესგ-ის გამჭოლი კომპეტენციები:
- წიგნიერება;
- ციფრული წიგნიერება;
- მრავალენობრივი კომპეტენცია;
- სემიოტიკური კომპეტენცია;
- სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია.
პროექტის ხელმძღვანელი:
მარინა გაბისონია.